Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ


მოსკოვის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ მან ქალაქის პოლიციის რამდენიმე

მოსკოვის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ მან ქალაქის პოლიციის რამდენიმე
მაღალჩინოსანი გაათავისუფლა დაკავებული ტერორიზმში ეჭვმიტანილის დაღუპვის ფაქტის გამო. მოსკოვის პოლიციამ ალექსანდრე პუნამე 18 სექტემბერს დააკავა მას შემდეგ, რაც მას მანქანაში ორი ნაღმი, ელექტრო-დეტონატორი და ტროტილი აღმოუჩინეს. პოლიცია ირწმუნება, რომ პუნამე ნარკოტიკის მოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მას ვიღაცამ გარკვეული გასამრჯელოს ფასად სთხოვა მანქანის მოსკოვში გადაყვანა. 38 წლის ალექსანდრე პუნამე დაკავებიდან სულ მალე მკვდარი იპოვნეს. სავარაუდოდ, ის ცემის შედეგად დაიღუპა. თუმცა, პოლიცია თავიდან აცხადებდა, რომ ის გულის შეტევით გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG