Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არაბულენოვანი სატელევიზიო ქსელ ალ-ჯაზირას ეთერში


არაბულენოვანი სატელევიზიო ქსელ ალ-ჯაზირას ეთერში 1 ოქტომბერს გაისმა

არაბულენოვანი სატელევიზიო ქსელ ალ-ჯაზირას ეთერში 1 ოქტომბერს გაისმა
ალ-ყაიდის ერთ-ერთი ლიდერის აიმან ზავაჰირის განცხადება, რომელშიც ის ერაყში, ავღანეთში, პალესტინის ტერიტორიაზე და ჩეჩნეთში წინააღმდეგობისკენ მოუწოდებს თანამოაზრეებს: [ზავაჰირის ხმა] "ჩვენ არ უნდა დაველოდოთ იმას, თუ როდის შევლენ ამერიკელი, ბრიტანელი, ებრაელი, სამხრეთ კორეელი, უნგრელი, ან პოლონელი სამხედროები ეგვიპტეში, არაბეთის ნახევარკუნძულზე, იემენში და ალჟირში. წინააღმდეგობის გაწევა ახლავე უნდა დავიწყოთ". ჯერჯერობით არ დადასტურებულა მართლაც ოსამა ბინ ლადენის თანამოსაქმის – აიმან ზავაჰირის ხმა გაავრცელა თუ არა ალ-ჯაზირამ.
XS
SM
MD
LG