Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროებმა


საქართველოს უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროებმა და საზღვრის დაცვის

საქართველოს უშიშროებისა და თავდაცვის სამინისტროებმა და საზღვრის დაცვის
დეპარტამენტმა დაიწყეს ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო ოპერაცია პანკისის ხეობაში. როგორც სააგენტო პრაიმ-ნიუსმა მთავრობის კანცელარიიდან შეიტყო, ოპერაცია საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის მონაკვეთებზე ჩატარდება. კვირას სპეცოპერაციაზე მონიტორინგის განსახორციელებლად პანკისის ხეობაში გაემგზავრება უშიშროების მინისტრი ვანო მერაბიშვილი ეუთოს მისიისა და შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად. უშიშროების სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს სურს საერთაშორისო საზოგადოებრიობას დაანახოს, რომ პანკისის ხეობის ტერიტორიაზე ტერორისტები არ იმყოფებიან და იქიდან არავითარი საშიშროება არ არსებობს.
XS
SM
MD
LG