Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატები არ ცნობს აფხაზეთის


შეერთებული შტატები არ ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და იმედოვნებს, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლება, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოსაგვარებლად, მოლაპარაკებათა მაგიდას დაუბრუნდება

შეერთებული შტატები არ ცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას და იმედოვნებს, რომ აფხაზეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლება, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოსაგვარებლად, მოლაპარაკებათა მაგიდას დაუბრუნდება
ამის შესახებ სამშაბათს, ვაშინგტონში, ჟურნალისტებს განუცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ – ადამ ერელიმ. 3 ოქტომბერს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გამართული არჩევნების შესახებ მას სხვა კომენტარი არ გაუკეთებია. ერელიმ განაცხადა, რომ ამერიკა პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მზად არის აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხს მხარი საერთაშორისო დონეზე დაუჭიროს. მისი თქმით, საქართველოსთან, რუსეთსა და ეუთოსთან ერთად, შეერთებული შტატები ამ საკითხზე მუშაობას განაგრძობს.
XS
SM
MD
LG