Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბაჟო-გამშვები პუნქტის – “ყაზბეგის” დაკეტვის


საბაჟო-გამშვები პუნქტის – “ყაზბეგის” დაკეტვის გამო თითქმის განახევრდა რეგიონალური საბაჟოს “ჩრდილოეთის” შემოსავლები

საბაჟო-გამშვები პუნქტის – “ყაზბეგის” დაკეტვის გამო თითქმის განახევრდა რეგიონალური საბაჟოს “ჩრდილოეთის” შემოსავლები
“პრაიმ-ნიუსის”ცნობით, თუკი აგვისტოში ხსენებული საბაჟოდან ბიუჯეტში 4 მილიონ 649 ათასი ლარი შევიდა, სექტემბერში ეს მაჩვენებელი 2 მილიონ 440 ათას ლარამდე შემცირდა.საზღვარი რუსეთის სასაზღვრო ძალებმა ჩრდილოეთ ოსეთის ქალაქ ბესლანში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, 3 სექტემბერს დაკეტეს და ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის განახლდება მიმოსვლა რუსეთ-საქართველოს საზღვრის ამ მონაკვეთზე. ამ ხნის განმავლობაში მიმოსვლა მსუბუქი ავტომობილებისა და ფეხით მოსიარულეებისთვის მხოლოდ რამდენჯერმე და ისიც - რამდენიმე საათით აღდგა.ამჟამად, რუსეთის მხრიდან საზღვრის გახსნას 500 ერთეული სატვირთო მანქანა ელოდება.
XS
SM
MD
LG