Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ ცოტა 7 პალესტინელი დაიღუპა


სულ ცოტა 7 პალესტინელი დაიღუპა დღეს ისრაელის ჯარებთან შეტაკებისას ღაზის სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.

სულ ცოტა 7 პალესტინელი დაიღუპა დღეს ისრაელის ჯარებთან შეტაკებისას ღაზის სექტორსა და მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
სამმა ექსტრემისტმა შეაღწია ებრაულ დასახლება კფარ დარომში და ისრაელის ჯარისკაცებთან ბრძოლაში ჩაერთო. ორმხრივ სროლაში დაიღუპა ტაილანდელი მუშა. გაეროს უშიშროების საბჭოში შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო რეზოლუციას, რომელიც ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შეწყვეტას ითხოვს. ვაშინგტონმა "გაუწონასწორებელად" მიიჩნია რეზოლუციის პროექტი, რომელიც არაბულმა ქვეყნებმა წარომადგინეს.
XS
SM
MD
LG