Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საავიაციო იერიშების შემდეგ ამერიკის სახმელეთო


საავიაციო იერიშების შემდეგ ამერიკის სახმელეთო ჯარებმა წინ წაიწიეს ერაყის ქალაქ ფალუჯისკენ.

საავიაციო იერიშების შემდეგ ამერიკის სახმელეთო ჯარებმა წინ წაიწიეს ერაყის ქალაქ ფალუჯისკენ.
როგორც საინფორმაციო სააგენტოები იტყობინებიან, ამერიკის 1000-მდე მეომარი ტანკებისა და ერაყის სპეცდანიშნულების ნაწილების მხარდაჭერით ცდილობენ ქალაქიდან იორდანელი საველე მეთაურის, აბუ მუსაბ ზარყავის მომხრეთა განდევნას. სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც გუშინ ბაღდადის საგანგებოდ დაცულ ზონაში ორმა თვითმკვლელმა განახორციელა აფეთქებები, რის შედეგადაც სულ ცოტა 5 ადამიანი დაიღუპა. მომხდარისთვის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღეს ზარყავის მომხრეებმა. დღესვე ერაყის დედაქალაქში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად დაიღუპა 10 სამოქალაქო პირი. ბომბი აფეთქდა, როცა მის მახლობლად ჩაიარა ერაყის პატრულმა.
XS
SM
MD
LG