Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლონდონში დღეს ათასობით ადამიანი ჩავიდა


ლონდონში დღეს ათასობით ადამიანი ჩავიდა, გლობალიზაცის მოწინააღმდეგენი, რომლებიც იქ სამდღიან შეხვედრას

ლონდონში დღეს ათასობით ადამიანი ჩავიდა, გლობალიზაცის მოწინააღმდეგენი, რომლებიც იქ სამდღიან შეხვედრას
მართავენ. მასზე პროტესტს გამოთქვამენ რასიზმის და ომის წინააღმდეგ. ხვალ ჩასული 20 ათასამდე ადამინი ანტისაომარ მსვლელობას მოაწყობს ტრაფალგარის მოედნისკენ. ისრაელმა აქტივისტმა მორდეხაი ვანუნუმ, რომელიც აპრილში ციხიდან გაუშვეს მას მერე, რაც ისრაელის ბირთვული პროგრამის გამოააშკარავების გამო 18 წელი პატიმრობაში გაატარა, დღეს ფორუმს მიმართა ტელეფონით, ისრაელიდან. მისი მიმართვა ხმამაღლა ისმოდა, ის მოითხოვს სამხედრო ბიუჯეტების შემცირებას მსოფლიოში და ხალხთა შორის უთანასწორობის დაძლევას.
XS
SM
MD
LG