Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოელი მეთვალყურეები, მათ შორის ეუთოს


უცხოელი მეთვალყურეები, მათ შორის ეუთოს წარმომადგენლები, რომლებიც გუშინ ბელორუსიაში

უცხოელი მეთვალყურეები, მათ შორის ეუთოს წარმომადგენლები, რომლებიც გუშინ ბელორუსიაში
საპარლამენტო არჩევნებსა და რეფერენდუმის მსვლელობას აკვირდებოდნენ, აცხადებენ, რომ პროცესი საერთაშორისო სტანდარტების უხეში დარღვევით წარიმართა. ეუთოს მეთვალყურეთა მისიის ხელმძღვანელმა ტონე ტინგსგაარდმა განაცხადა: [ტონე ტინგსგაარდის ხმა] "ჩვენი საბოლოო დასკვნა ასეთია: 17 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ბელორუსიაში ეუთოს პრინციპების მნიშვნელოვანი დაღრვევით წარიმართა. ბელორუსიის ხელისუფლებამ ვერ შეძლო ძირითადი პირობების უზრუნველყოფა იმისათვის, რომ ადამიანების ნება გამხდარიყო მთავრობის ავტორიტეტის საფუძველი". შეგახსენებთ, 17 ოქტომბერს ბელორუსიის ამომრჩეველს უნდა გადაეყწვიტა, მიეცემა თუ არა პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს ქვეყნის ხელმძღვანელის პოსტზე მესამედ კენჭისყრის უფლება და, აგრეთვე, განესაზღვრა ქვეყნის პარლამენტის შემადგენლობა. საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამომრჩეველთა დიდმა უმრავლესობამ – 77-მა პროცენტმა - თანხმობა განაცხადა 2006 წლისთვის დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკოს მონაწილეობაზე და ქვეყნის პარლამენტიც ხელისუფლების მომხრეებით დააკომპლექტა. ბელორუსიაში ჩატარებულ არჩევნებს გამოეხმაურა ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი, რომელმაც ლუკაშენკოს მთავრობას "ევროპის უკანასკნელი დიქტატორული რეჟიმი" უწოდა. [ვაცლავ ჰაველის ხმა] "გუშინ მოწმენი გავხდით იმისა, როგორ ვერ ჰგუობენ ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმები სამოქალაქო საზოგადოებას. მე ვსაუბრობ ბელორუსიაზე - ბელორუსიაში გამართულ არჩევნებსა და რეფერენდუმზე და, ზოგადად, ამ ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე." დღესვე მინსკში ათასზე მეტმა ადამიანმა, უმეტესად სტუდენტებმა, მონაწილეობა მიიღო საპროტესტო დემონსტრაციაში. დემონსტრანტები გაჰყვიროდნენ: "სირცხვილი! ფაშისტებო!" [დემონსტრანტების ხმა] რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმად, ბელორუსიაში გამართული არჩევნები სამართლიანად ჩატარდა და მისი შედეგი ბელორუსი ხალხის ნებას გამოხატავს. საწინააღმდეგო შინაარსის იყო აშშ-ის საგარეო უწყების განცხადება. მისმა პრესმდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ბელორუს ხალხს საშუალება არ მიეცა, თავისუფლად გამოეხატა თავისი ნება.
XS
SM
MD
LG