Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის


გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის თქმით, ერაყში ამბოხებულების წინააღმდეგ იერიშები უნდა იყოს მოზომილი,

გაეროს გენერალური მდივნის, კოფი ანანის თქმით, ერაყში ამბოხებულების წინააღმდეგ იერიშები უნდა იყოს მოზომილი,
რათა არ წავაგოთ ერაყელების გულებისა და გონებისთვის ომი. ლონდონში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეკ სტროსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ანანმა ერაყში ორ ომზე ისაუბრა: [ანანის ხმა] "თქვენ გაქვთ ორი ომი. თქვენ იბრძვით ერაყელების გულებისა და გონებისთვის გარდა იმისა, რომ ცდილობთ, შეწყვიტოთ ძალადობა. ერთი მეორეს უნდა სდევდეს თან. ისე უნდა იმოქმედოთ, რომ ხალხი თქვენს მხარეს იყოს, როცა მათ უსაფრთხოებას უზრუნველყოფთ." დღეს მოგვიანებით ანანი პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს შეხვდება. ლონდონი განიხილავს შეერთებული შტატების თხოვნას, რომ ბრიტანეთის ჯარების ნაწილი ერაყის შედარებით მშვიდი რეგიონებიდან უფრო მწვავე რაიონებისკენ იქნენ გადაჯგუფებული. ჯეკ სტროს თქმით, მთავრობა "ერთობ კეთილგანწყობილია" ამ წინადადების მიმართ.
XS
SM
MD
LG