Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორგანიზაცია - "ბავშვები რუსეთის მომავალია"-ს


ორგანიზაცია - "ბავშვები რუსეთის მომავალია"-ს ხელმძღვანელი ლეონიდ ჩეკალინი აცხადებს,

ორგანიზაცია - "ბავშვები რუსეთის მომავალია"-ს ხელმძღვანელი ლეონიდ ჩეკალინი აცხადებს,
რომ ყოველ წელს რუსეთში 30 ათასი ბავშვი იკარგება. იმავე ორგანიზაციის სტატისტიკის თანახმად, ნახევარი მილიონი ბავშვი რუსეთში ქუჩაში ცხოვრობს. ლეონიდ ჩეკალინმა მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ბოლო ხუთი წლის მანძილზე რუსეთში ბავშვთა-ტრეფიკინგით დაკავებული 190 ქსელი გამოვლინდა. რუსეთის განათლების ფონდის პრეზიდენტი სერგეი კომკოვი რუსეთის ხელისუფლებას გულგრილობაში სდებს ბრალს. რუსეთის მთავრობამ ქუჩის ბავშვების დახმარებისთვის გამოყოფილი თანხა წელს 15-20 პროცენტით შეამცირა.
XS
SM
MD
LG