Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს საპარლამენტო


ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ განიხილავს.

ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა ხვალ განიხილავს.
ეს გადაწყვეტილება პარლამენტარებმა მიიღეს გუდაურში, 2005 წლის ბიუჯეტისა და კოდექსის პროექტებზე ორდღიანი მუშაობის შედეგად, რომელშიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც მონაწილეობდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ საკანონმდებლო ხელისუფლება არ მოერიდება მთავრობის მიმართ შენიშვნების გამოთქმას, თუმცა მზად არის, მთავრობის პოზიცია გაიზიაროს, თუ მის მართებულობაში დარწმუნდება. [ნინო ბურჯანაძის ხმა] საგადასახადო კოდექსის პროექტს პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში, 28 ოქტომბერს განიხილავს.
XS
SM
MD
LG