Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის მკაცრი ხაზის მომხრე დეპუტატებმა


ირანის მკაცრი ხაზის მომხრე დეპუტატებმა წარმოადგინეს კანონპროექტი, რომელიც

ირანის მკაცრი ხაზის მომხრე დეპუტატებმა წარმოადგინეს კანონპროექტი, რომელიც
აიძულებს ირანის ხელისუფლებას განაახლოს ურანის გამდიდრების პროგრამის განხორციელება და შეაჩეროს გაეროს ინსპექტორთა მიერ ბირთვული ობიექტების მოულოდნელი შემოწმებები. ამ კანონპროექტის ინიციატორი დეპუტატები ირანის პარლამენტში უმრავლესობას ფლობენ. ისინი აპირებენ კანონპროექტს "ორმაგად სასწრაფოს" სტატუსი მიანიჭონ, რომ მომავალი რამდენიმე დღის მანძილზე განიხილონ. აღნიშნული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში თეირანი პირდაპირ კონფლიქტში მოვა გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოსთან, რომელიც ირანისგან ნოემბრის ბოლომდე ურანის გამდიდრების პროგრამების სრულ შეჩერებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი გაეროს უშიშროების საბჭოს გადაეცემა განსახილველად.
XS
SM
MD
LG