Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის 70 რეგიონში გაიმართა საპროტესტო


რუსეთის 70 რეგიონში გაიმართა საპროტესტო აქციები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის იმ თაოსნობის წინააღმდეგ,

რუსეთის 70 რეგიონში გაიმართა საპროტესტო აქციები პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის იმ თაოსნობის წინააღმდეგ,
რომელიც გუბერნატორთა პირდაპირი არჩევნების გაუქმებას ითვალისწინებს. მიტინგების, პიკეტების, "მრგვალი მაგიდებისა" და სხვა სახის აქციების ორგანიზატორები არიან პარტიები "იაბლოკო", მემარჯვენე ძალთა კავშირი, კომუნისტური პარტია, "კომიტეტი 2008" და სხვა ოპოზიციური მოძრაობები. აი, რა განაცხადა ამასთან დაკავშირებით "კომიტეტი 2008"-ის ხელმძღვანელმა გარი კასპაროვმა. [გარი კასპაროვის ხმა] "ჩვენი მიზანია, ერთიანი ძალებით გავუწიოთ წინააღმდეგობა პუტინისა და კრემლის მცდელობებს, მოახდინონ ხელისუფლების უზურპაცია და გააუქმონ რუსეთში დემოკრატიული ინსტიტუტები. ამისთვის, ჩვენი აზრით, მეტად მნიშვნელოვანია, დავძლიოთ მყარი იდეოლოგიური ჩარჩოები, რომლებიც, ჩვეულებრივ, ცალკეულ ჯგუფებს ერთმანეთისგან ჰყოფს."
XS
SM
MD
LG