Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უახლოეს ორ კვირაში საქართველოს რეგიონებში


უახლოეს ორ კვირაში საქართველოს რეგიონებში დაწესდება ელექტრომომარაგების რვასაათიანი გრაფიკი.

უახლოეს ორ კვირაში საქართველოს რეგიონებში დაწესდება ელექტრომომარაგების რვასაათიანი გრაფიკი.
რუსთავს, მცხეთასა და ქუთაისს დენი 19-20 საათის განმავლობაში მიეწოდება, ხოლო თბილისს 24-საათიანი გრაფიკი ექნება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა. მისივე თქმით, ინფორმაციას ელექტრომომარაგების გრაფიკების შესახებ მოსახლეობა ადგილობრივი ტელევიზიებისა და გაზეთების საშუალებით მიიღებს. გარდა ამისა, ენერგეტიკის სამინისტროში ამოქმედდება სატელეფონო "ცხელი ხაზი", რომლის საშუალებითაც სამინისტრო მოსახლეობისაგან მიიღებს ინფორმაციას დაწესებული გრაფიკის დარღვევის შესახებ. მინისტრის ინფორმაციით, გრაფიკების დაცვა ენერგეტიკის დარგიდან ასობით კორუმპირებული თანამშრომლის დათხოვნის ხარჯზე მოხდება.
XS
SM
MD
LG