Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-11 მექანიზებული


საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-11 მექანიზებული მოტომსროლელი ბრიგადის

საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-11 მექანიზებული მოტომსროლელი ბრიგადის
"კომანდოს" ბატალიონის ორი ასეული ალექსეევკის შვეულმფრენთა ბაზიდან ორშაბათს ერაყში გაემგზავრება. ქართულ დანაყოფს ერაყში კაპიტანი მამუკა ბალახაძე უხელმძღვანელებს. ორივე ასეულს მიღებული აქვს მონაწილეობა "წვრთნისა და აღჭურვის" ქართულ-ამერიკულ პროგრამაში. ქართული დანაყოფის ამოცანა შეერთებული შტატების სამხედრო ძალებთან ერთად სამხედრო ბაზის ტერიტორიისა და ბაზსი გარეთ არსებული კოალიციის ძალების ობიექტების დაცვა, დასახლებულ პუნქტებში პატრულირება, რეიდებში მონაწილეობა, ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაპატიმრება, გადამალული იარაღისა და საბრძოლო მასალებისა და კონტრაბანდის ამოღება იქნება.
XS
SM
MD
LG