Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის ე.წ. "დიდ სამეულსა" და


ევროკავშირის ე.წ. "დიდ სამეულსა" და ირანს შორის გასულ შაბათს მიღწეულ წინასწარ შეთანხმებას

ევროკავშირის ე.წ. "დიდ სამეულსა" და ირანს შორის გასულ შაბათს მიღწეულ წინასწარ შეთანხმებას
სიფრთხილით ეხმაურება ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოცა და თავად ევროკავშირიც. საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ბლოკის კოორდინატორის ხავიერ სოლანას თანახმად, ერთი მხრივ ირანი და მეორეს მხრივ ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი საკმაოდ ახლოს არიან ირანის ბირთვული პროგრამების შეჩერებაზე შეთანხმების მიღწევასთან. სოლანას თქმით, ის მოლაპარაკებათა დასრულებას მომდევნო რამდენიმე საათში, ან რამდენიმე დღეში მოელის. მოვლენათა სწრაფად განვითარებას მოელის აგრეთვე ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ქამალ ხარაზიც. ავსტრალიაში მყოფი მუჰამედ ელ ბარადეი კი, გაეროს ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი ევროკავშირი-ირანის მოლაპარაკებებზე ასეთი აზრის გახლავთ: [ელ ბარადეის ხმა] "როგორც მითხრეს, ეს წინასწარი შეთანხმებაა; ის ჯერ არ დამტკიცებულა. მე ვესაუბრები ორივე მხარეს და, ღმერთმა ქნას, რამდენიმე დღეში, როცა მხარეები კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს, საბოლოოდ შეთანხმდნენ. მიმაჩნია, რომ ეს იქნება აბსოლუტურად სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი."
XS
SM
MD
LG