Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა რიჩარდ


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა იმედი გამოთქვა, რომ პალესტინელთა ავტონომიის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა იმედი გამოთქვა, რომ პალესტინელთა ავტონომიის
ხელმძღვანელის იასირ არაფატის გარდაცვალების შემთხვევაში ძალაუფლების ახალი ლიდერებისთვის გადაცემის პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის. არაფატი პარიზის მახლობლად მდებარე სამხედრო ჰოსპიტალშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.
დღეს პალესტინელთა ხელმძღვანელობა შეთანხმდა, რომ იასირ არაფატის გარდაცვალების შემთხვევაში ავტონომიის ხელმძღვანელის მოვალეობას პარლამენტის სპიკერი რაუჰი ფატუჰი შეასრულებს - 60 დღით. პალესტინელების უმაღლესი რანგის წარმომადგენელ ტაიებ აბდელრაჰიმის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მიიღეს რამალაში გამართულ შეხვედრაზე.
XS
SM
MD
LG