Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში დააკავეს ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ყაიდასთან"


ყაზახეთში დააკავეს ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ყაიდასთან" კავშირში ეჭვმიტანილი 13 ადამიანი.

ყაზახეთში დააკავეს ტერორისტულ ორგანიზაცია "ალ-ყაიდასთან" კავშირში ეჭვმიტანილი 13 ადამიანი.
ეროვნული უშიშროების უწყების თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმირ ბოჟკოს განცხადებით, ლაპარაკია 4 უზბეკ და 9 ყაზახ მოქალაქეზე, მათ შორის 4 ქალზე. ბოჟკოს განმარტებით, დაკავებულები არიან ისლამური ექსტრემისტულ ჯგუფ "შუა აზიის ჯამაათ მუჯაჰედინის" წევრები. ეს ორგანიზაცია გეგმავდა იერიშებს უზბეკეთში. პოლიციამ ხელში ჩაიგდო იარაღი, ტყვია-წამალი, ასაფეთქებელი მოწყობილობები, ყალბი პასპორტები, ვიდეო- და აუდიოკასეტები ოსამა ბინ-ლადენის მიმართვებით.
XS
SM
MD
LG