Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსლან თარბამ სააგენტო "აფსნი-პრესიდან" "რადიო


რუსლან თარბამ სააგენტო "აფსნი-პრესიდან" "რადიო თავისუფლებას" ასე აუწერა სოხუმში ორშაბათს

რუსლან თარბამ სააგენტო "აფსნი-პრესიდან" "რადიო თავისუფლებას" ასე აუწერა სოხუმში ორშაბათს
არსებული ვითარება: [თარბას ხმა] "პოლიტიკური ვითარება ძალიან რთული და დაძაბულია. დღეს პარლამენტი შეუდგა მუშაობას. თუმცა, პარლამენტის წევრები აცხადებენ, რომ აქტიურ კანონშემოქმედებით მოღვაწეობას ისინი ცნობილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოღვაწის, მეცნიერებათა დოქტორის – თამარა შაკრილის დაკრძალვის შემდეგ შეუდგებიან. ამიტომ დღეს დეპუტატებს ორშაბათის ტრადიციული სამუშაო თათბირიც კი არ ჰქონიათ. ბაღაფშის მომხრეები თავიანთ შტაბში არიან. პარლამენტს შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალები და ხელისუფლების ორგანოთა სახელმწიფო დაცვის წევრები იცავენ. ნაწილობრივ მუშაობს მინისტრთა კაბინეტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია". რუსეთის სააგენტო "იტარ-ტასს" თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა ვალერი არშბამ განუცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი ნოდარ ხაშბა გაძლიერებული დაცვის ქვეშ იმყოფება და სოხუმის გარეთ მდებარე გასაიდუმლოებულ ადგილას განაგრძობს მუშაობას. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უშიშროების სამმართველოს უფროსი ლევან კიკნაძე კი ჟურნალისტებს უცხადებს, რომ იმის და მიუხედავად დაიკავებს, თუ – არა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის პოსტს სერგეი ბაღაფში, ურთიერთდაპირისპირება აფხაზეთში დიდხანს არ დასრულდება. აფხაზეთში სტაბილიზაციის ნიშნები ჯერ არ ჩანს. პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი რაულ ხაჯიმბა ჯერ-ჯერობით არ თმობს პოზიციებს.
XS
SM
MD
LG