Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი და


ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ჟაკ
შირაკი ხუთშაბათს შეეცადნენ ერთგვარად შეესუსტებინათ ერაყთან დაკავშირებული პოლიტიკური განსხვავება. ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ბლერმა განაცხადა, რომ წარსულში არსებული უთანხმოების მიუხედავად, ბრიტანეთსაც და საფრანგეთსაც "სატბილური და დემოკრატიული" ერაყის ხილვა სურდათ. ჟაკ შირაკს კი მიაჩნია, რომ ერაყი ერთადერთი საკითხია, რომლის თაობაზეც მისი და ბლერის პოზიციები სცილდება ერთმანეთს და "ისტორია გამოაჩენს ვინ არის მართალი და ვინ – მტყუანი". ორივე ლიდერი აუცილებლად მიიჩნევს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის განახლებას. ამას გარდა ტონი ბლერმა მისი და შირაკის მიერ განხილულ საკითხთა შორის დაასახელა: [ბლერის ხმა] "ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ირანის, ავღანეთის, ბალკანეთის, აფრიკის, აგრეთვე კლიმატის ცვლილების საკითხებზე". შირაკის ლონდონში ვიზიტი ორ სახელმწიფოს შორის საუკუნის წინ დადებულ მეგობრობის შეთანხმების იუბილეს აღნიშვნას ეძღვნებოდა.
XS
SM
MD
LG