Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში გაათავისუფლეს პოლონელი ქალი, მძევლად


ერაყში გაათავისუფლეს პოლონელი ქალი, მძევლად აყვანილი სამ კვირაზე მეტი ხნის წინ. ის უკვე სამშობლოში დაბრუნდა.

ერაყში გაათავისუფლეს პოლონელი ქალი, მძევლად აყვანილი სამ კვირაზე მეტი ხნის წინ. ის უკვე სამშობლოში დაბრუნდა.
პრემიერ-მინისტრმა მარეკ ბელკამ დღეს განაცხადა, რომ ტერეზა ბორჩ-ხალიფა გამოუშვეს და რომ მას გამტაცებლები კარგად ეპყრობოდნენ. არც ბელკას და არც ყოფილ მძევალს არ გაუმხელიათ გათავისუფლების დეტალები. ტერეზა ბორჩ-ხალიფა, რომელსაც ერაყელი მეუღლე ჰყავს და ერაყის მოქალაქეა, გამტაცებლების მიერ გადაღებული იყო ორ ვიდეოფირზე, რომლებიც ტელეკომპანიებმაც აჩვენეს. მძევალი პოლონეთის მთავრობას სთხოვდა მის გამოხსნასა და ერაყიდან ჯარების გაყვანას.
XS
SM
MD
LG