Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის პრემიერ-მინისტრ აიად ალავის ოფისმა


ერაყის პრემიერ-მინისტრ აიად ალავის ოფისმა დაადასტურა, რომ გამტაცებლებმა გაათავისუფლეს

ერაყის პრემიერ-მინისტრ აიად ალავის ოფისმა დაადასტურა, რომ გამტაცებლებმა გაათავისუფლეს
პრემიერ-მინისტრის ბიძაშვილი ღაზი ალავი. ის, მისი მეუღლე და რძალი ბაღდადში მძევლად აიყვანეს 9 ნოემბერს. ორი ქალი ერთ კვირაში გამოუშვეს, მათთვის არაფერი დაუშავებიათ. გამტაცებლები მათი დახოცვით იმუქრებოდნენ, თუ არ გათავისუფლდებოდა ყველა ერაყელი პატიმარი და არ შეჩერდებოდა სამხედრო ოპერაცია ფალუჯაში მეამბოხეების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG