Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამ შარაძეს სასამართლომ 15 დღით


გურამ შარაძეს სასამართლომ 15 დღით პატიმრობა და 2400 ამერიკული დოლარის მატერიალური ზარალის ანაზღაურება დააკისრა.

გურამ შარაძეს სასამართლომ 15 დღით პატიმრობა და 2400 ამერიკული დოლარის მატერიალური ზარალის ანაზღაურება დააკისრა.
ეს გადაწყვეტილება მიიღეს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდების საფუძველზე. გურამ შარაძე, ყოფილი დეპუტატი, პოლიტიკურ ორგანიზაცია "ენა, მამული, სარწმუნოების" თავმჯდომარეა. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში მთაწმინდა-კრწანისის რაიონის პროკურორმა პაატა ტყეშელაშვილმა განაცხადა, შარაძემ დღეს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ამერიკელი ხელოვანის, რაფაელ ორდინიუსტის 6 ნამუშევარი გაანადგურა. თითო ნამუშევარი 400 აშშ დოლარად არის შეფასებული და, რადგან პლაკატები თბილისის სამხატვრო აკადემიის კუთვნილება იყო, შარაძემ თავისი ქმედებით აკადემიას 2400 დოლარის ზარალი მიაყენა.
პროცესზე გურამ შარაძემ განმარტა, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის ქართველოლოგიის დარბაზში მხატვრის "პორნოგრაფიული გამოფენის" მოწყობამ აღაშფოთა, რამაც მისი ადეკვატური რეაქცია გამოიწვია და პლაკატები გაანადგურა. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესი".
XS
SM
MD
LG