Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუშინ საღამოს ბელგრადში თავს დაესხნენ


გუშინ საღამოს ბელგრადში თავს დაესხნენ სერბიის პრეზიდენტს ბორის ტადიჩს.

გუშინ საღამოს ბელგრადში თავს დაესხნენ სერბიის პრეზიდენტს ბორის ტადიჩს.
ავტომანქანას, რომლითაც პრეზიდენტი მგზავრობდა, განზრახ შეეჯახა "აუდის" მარკის მსუბუქი ავტომობილი. ამის შემდეგ "აუდიმ" შემთხვევის ადგილი დიდი სიჩქარით დატოვა. ტადიჩი არ დაშავებულა. ჟურნალისტთა წინაშე გამოსვლისას, ბორის ტადიჩმა განაცხადა: [ბორის ტადიჩის ხმა] "შექმნილი ვითარება შეშფოთებას იწვევს. არ არის საჭირო მისი დრამატიზება. მაგრამ ეს არის სიგნალი, რომელიც გვანიშნებს: სერბიას სერიოზული პრობლემები აქვს, რომელიც ერთად უნდა მოაგვაროს ყველა სახელმწიფო თუ საზოგადოებრივმა უწყებამ. მთავრობამ, პრეზიდენტმა, პარლამენტმა. ეს ეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულ მუშაკსაც, და იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში მზად იქნება ანგარიში თავდასხმის გარემოებათა შესახებ."
XS
SM
MD
LG