Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა


ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა იან პეტერ ბალკენენდემ განაცხადა, რომ ევროკავშირი იმედოვნებს,

ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრმა იან პეტერ ბალკენენდემ განაცხადა, რომ ევროკავშირი იმედოვნებს,
რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს უკრაინაში არსებული პოლიტიკური კრიზისიდან სწრაფად გამოსვლას. ევროკავშირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბლოკი კვლავაც მზად არის გაუწიოს საჭირო დახმარება უკრაინას. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმა ხავიერ სოლანაც. ვაშინგტონში კი, თეთრი სახლის წარმომადგენელმა სკოტ მაკკლელანმა განაცხადა: [მაკკლელანის ხმა] "სასამართლოს გადაწყვეტილება არის პრობლემის მშვიდობიანი და დემოკრატიული გადაჭრისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც ხალხის ნებას ასახავს. მნიშვნელოვანია, რომ ხალხის ნებამ იზეიმოს. სასამართლოს გადაწყვეტილება კი არის ნაწილი ამ მიზნისკენ მიმავალი პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესისა". პოლონეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ კვასნევკსიმ, რომელიც როგორც შუამავალი აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის პოლიტიკურ ძალებს შორის მოლაპარაკებათა პროცესში, აცხადებს, რომ ის უკრაინელი ხალხის სიხარულს იზიარებს.
XS
SM
MD
LG