Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26


უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 დეკემბერი დაასახელა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 26 დეკემბერი დაასახელა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის
განმეორებით გამართვის თარიღად მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ ბათილად სცნო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები. მაგრამ მოგვიანებით უკრაინის პარლამენტში ვერ მიაღწიეს ერთსულოვნებას კონსტიტუციისა და საარჩევნო კანონის შეცვლის საკითხში. საარჩევნო კანონის შეცვლას მოითხოვს ოპოზიცია, პრეზიდენტობის კანდიდატ ვიქტორ იუშჩენკოს მომხრეები იმ მიზნით, რომ არჩევნების ახალი ტური სამართლიანად ჩატარდეს. პრეზიდენტობის კანდიდატ ვიქტორ იანუკოვიჩის მომხრე პარლამენტარებმა კი უარი თქვეს ინიციატივის მხარდაჭერაზე მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ კენჭს არ უყრიან საკონსტიტუციო ცვლილებებს საპრეზიდენტო არჩევნების დამატებითი ტურის გამართვამდე. პარლამენტის მეორე საგანგებო სხდომა, რომელიც, გეგმით, კვირას უნდა გმართულიყო, გადაიდო. დღესვე გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ მიიღებს მონაწილეობას არჩევნების ახალ ტურშიც.
XS
SM
MD
LG