Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში ოპოზიცია უარს ამბობს საკონსტიტუციო


უკრაინაში ოპოზიცია უარს ამბობს საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომელიც შეზღუდავდა პრეზიდენტის უფლებამოსილებას

უკრაინაში ოპოზიცია უარს ამბობს საკონსტიტუციო რეფორმაზე, რომელიც შეზღუდავდა პრეზიდენტის უფლებამოსილებას
საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის განმეორებით, 26 დეკემბერს ჩატარებამდე. გასულ კვირაში ოპოზიციამ მიაღწია ერთსულოვნებას, რომ მოლაპარაკებას გამართავს რეფორმაზე, საპრეზიდენტო არჩევნებით გამოწვეული უთანხმოების მოგვარებისაკენ მიმართული ძალისხმევის ფარგლებში. მაგრამ ოპოზიციის წარმომადგენელმა იულია ტიმოშენკომ დღეს კიევში შეკრებილ მომხრეებს უთხრა, რომ რეფორმა - ამჟამინდელი ფორმით - მიუღებელია. ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა შაბათს უარი თქვეს რეფორმის მხარდაჭერაზე. მანამდე, პარასკევს, უკრაინის უზენაესმა სასამართლომ ბათილად სცნო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები. იუწყებიან ასევე, რომ არ არის ნათელი, რომელი უცხოელი მოღვაწე იშუამავლებს პრეზიდენტობის კანდიდატებს, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩსა და ოპოზიციონერ ვიქტორ იუშჩენკოს შორის დაპირისპირებაში. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ხავიერ სოლანა აღარ აპირებს ხვალ კიევში ჩასვლას. ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ კიევში სხვა შუამავალი - პოლონეთის პრეზიდენტი ალექსანდრ კავშნიევსკი ჩავა. ამასობაში ოპოზიციის დემონსტრაციები გრძელდება. დემონსტრანტები ამბობენ, რომ ფეხს არ მოიცვლიან, ვიდრე ყველაფერი არ მოგვარდება 26 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის განმეორებით ჩასატარებლად.
XS
SM
MD
LG