Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

10 დეკემბერს 1975 წლის შემდეგ


10 დეკემბერს 1975 წლის შემდეგ პირველად შეერთებული შტატების სამგზავრო თვითმფრინავი

10 დეკემბერს 1975 წლის შემდეგ პირველად შეერთებული შტატების სამგზავრო თვითმფრინავი
ვიეტნამში დაეშვა. თვითმფრინავში 347 მგზავრი: ვიეტნამელები, შეერთებული შტატების ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესმენები იმყოფებოდნენ. ქალაქ ჰო ჩი მინის, ყოფილი საიგონის აეროპორტში ამერიკული თვითმფრინავის დაშვება აღიქმება შტატებსა და ვიეტნამს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ერთ-ერთ ნიშნად. მომავალი წლის ივლისში ორი ქვეყანა დიპლომატიური ურთიერთობების 10 წლისთავს აღნიშნავს.
XS
SM
MD
LG