Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაროკოს დედაქალაქში, რაბატში ჩრდილოეთი აფრიკის


მაროკოს დედაქალაქში, რაბატში ჩრდილოეთი აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის 21 სახელმწიფოს წარმომადგენლები

მაროკოს დედაქალაქში, რაბატში ჩრდილოეთი აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის 21 სახელმწიფოს წარმომადგენლები
ეკონომიკურად ყველაზე განვითარებული 8 სახელმწიფოს მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს ხვდებიან.
შეხვედრა ნაწილია ვაშინგტონის ეგრეთწოდებული “ახლო აღმოსავლეთის ინიციატივისა”, რომელიც დემოკრატიისა და ეკონომიკური ლიბერალიზაციი განვითარებას ისახავს მიზნად ამ რეგიონში. არაბული ქვეყნების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისრაელისა და პალესტინელთა კონფლიქტის მოგვარებას პრიორიტეტი ენიჭება ეკონომიკურ და სოციალურ რეფორმებთან შედარებით. შეხვედრა გასხნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა, რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკური და დემოკრატიული თავისუფლება უერთმანეთოდ არ არსებობსო. არაბმა ოფიციალურმა პირებმა გააკრიტიკეს აშშ, როგორც თქვეს, მისი პროისრაელური მიმხრობის გამო.
XS
SM
MD
LG