Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი ვიკტორ


უკრაინის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი ვიკტორ იუშჩენკო აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური ოპონენტები მის წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავენ,

უკრაინის პრეზიდენტობის ოპოზიციონერი კანდიდატი ვიკტორ იუშჩენკო აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური ოპონენტები მის წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავენ,
რომლებმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას 26 დეკემბერს დანიშნულ არჩევნებს.

იუშჩენკოს თქმით, პროვოკაციების განხორციელება დაგეგმილი იყო უკრაინის სამხრეთში, მაგრამ ისინი ჩაიშალა.

ასოშიეიტედ პრესი ავრცელებს ცნობას იმის თაობაზე, რომ იუშჩენკო მის მოწამლვაზე პასუხისმგებლად კვლავ და კვლავ ხელისუფლებას ასახელებს. ის ხელისუფლებას ასევე ბრალს სდებს მისი "პოლიტიკური მკვლელობის" გეგმის განხორციელებაში.

ამის პარალელურად, უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ წევრების მიმართ, რომლებსაც 21 ნოემბრის არჩევნების შედეგების გაყალბებაში ედებათ ბრალი.

დონეცკის რეგიონულმა საბჭომ კი გააუქმა ამასწინანდელი გადაწყვეტილება ფედერალიზაციის საკითხებზე რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე.

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატები მომავალ კვირაში, 20 ოქტომბერს ერთმანეთს სატელევიზიო დებატებში შეხვდებიან.
XS
SM
MD
LG