Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს დააკავეს ფოთის მერი ვახტანგ


დღეს დააკავეს ფოთის მერი ვახტანგ ალანია. სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის

დღეს დააკავეს ფოთის მერი ვახტანგ ალანია. სამეგრელო-ზემო სვანეთის ოლქის
პროკურორზე დაყრდნობით, პრაიმ-ნიუსის სააგენტო იუწყება, რომ ალანია ეჭვმიტანილია თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და საბიუჯეტო თანხების (დაახლოებით მილიონი ლარის) არამიზნობრივ ხარჯვაში. ამავე ცნობის თანახმად, თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლი, რომლითაც ალანიას 48 საათის განმავლობაში ბრალი უნდა წაუყენონ, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან რვა წლამდე ვადით. ფოთის მერის თანამდებობაზე ვახტანგ ალანია 2003 წლის 15 დეკემბრიდან მუშაობდა.
XS
SM
MD
LG