Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩეჩენი სეპარატისტების წარმომადგენელ ახმედ ზაკაევს


ჩეჩენი სეპარატისტების წარმომადგენელ ახმედ ზაკაევს არ მისცემენ ბელგიაში ჩასვლის უფლებას,

ჩეჩენი სეპარატისტების წარმომადგენელ ახმედ ზაკაევს არ მისცემენ ბელგიაში ჩასვლის უფლებას,
იქ რუსეთის უფლებადამცველ ორგანიზაცია “ჯარისკაცთა დედების კომიტეტის” წარმომადგენლებთან შესახვედრად. ამის შესახებ დღეს ისაუბრა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარელ დე გუხტმა მოსკოვში ვიზიტისას, რადიო “ეხო მოსკვისთან” ინტერვიუში. დე გუხტის განმარტებით, ზაკაევისა და უფლებადამცველების შეხვედრა ბელგიაში დაუშვებელია სამართლებრივი და პოლიტიკური მიზეზებით. ახმედ ზაკაევს პოლიტიკური თავშესაფარი აქვს მიღებული ბრიტანეთში. მასთან ბელგიაში მოლაპარაკების ინიციატივით “ჯარისკაცთა დედების კომიტეტი” გამოვიდა.
XS
SM
MD
LG