Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ ხუთშაბათს


უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ ხუთშაბათს თავისი დიდი ხნის პოლიტიკური მოკავშირე უკრაინის

უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ ხუთშაბათს თავისი დიდი ხნის პოლიტიკური მოკავშირე უკრაინის
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დანიშნა. სტეპან ჰავრიში გასულ კვირამდე პრეზიდენტობის სახელისუფლებო კანდიდატ ვიკტორ იანუკოვიჩის საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა. იგივე ჰავრიში სასტიკად აკრიტიკებდა უკრაინის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას 21 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ. ცნობისათვის, უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გადახედოს და შეცვალოს ნებისმიერი იურიდიული გადაწყვეტილება, მათ შორის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაც.
XS
SM
MD
LG