Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი არ გამორიცხავს


საქართველოს სახელმწიფო მინისტრი არ გამორიცხავს ახალ წლამდე ზურაბ ჟვანიასა და ედუარდ კოკოითის შეხვედრას.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრი არ გამორიცხავს ახალ წლამდე ზურაბ ჟვანიასა და ედუარდ კოკოითის შეხვედრას.
ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა გიორგი ხაინდრავამ განაცხადა თბილისში გამართულ პრეს-კონფერენციაზე, რომელზეც შეჯამა შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეების მიერ 22-23 დეკემბერს თბილისში და 24 დეკემბერს ცხინვალში გამართული შეხვედრები. ხაინდრავას თქმით, სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი გუშინ ცხინვალში შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე " კონსტრუქციული იყო, როგორც არასდროს". ქართველი მინისტრის ვარაუდით, კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის პროცესი ორ-სამ კვირაში დასრულდება.
XS
SM
MD
LG