გაეროს ინფორმაციით, ცუნამების შედეგად შრი ლანკაზე მიწის ზედაპირზე ამოიყარა სახმელეთო ნაღმები,
რაც ახალ საფრთხეს უქმნის გადარჩენილებსა და მაშველ რაზმებს. გაეროს საბავშვო ფონდ "უნისეფის" წარმომადგენელი ამბობს, რომ ნაღმები წყალმა სხვაგან წაიღო იმ ადგილებიდან, სადაც გამაფრთხილებელი ნიშნები იყო აღმართული. შრი ლანკაში არმიას და ტამილელ სეპარატისტებს შორის 1983 წელს დაწყებული დაპირისპირების მანძილზე, სავარაუდოდ, 1,5 მილიონი ნაღმია ჩადებული.