Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს უწყება "მსოფლიო სასურსათო პროგრამამ"


გაეროს უწყება "მსოფლიო სასურსათო პროგრამამ" შეაჩერა სურსათით დატვირთული ბადრაგების გაგზავნა სუდანის

გაეროს უწყება "მსოფლიო სასურსათო პროგრამამ" შეაჩერა სურსათით დატვირთული ბადრაგების გაგზავნა სუდანის
რეგიონ დარფურში მას შემდეგ, რაც მეამბოხეებსა და მთავრობის ჯარებს შორის ბრძოლა განახლდა. ლაპარაკია გაეროს სამ ბადრაგზე, რომლითაც 1300 ტონამდე სურსათი მიჰქონდათ დარფურის ორ ქალაქში. რაც შეეხება ბრძოლას, ის დაპირისპირებულ მხარეებს შორის მიმდინარეობს 19 დეკემბერს გაფორმებული ზავის მიუხედავად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, წელს მარტიდან მოყოლებული დაავადებებმა და შიმშილმა დარფურში 70 000-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, სახლ-კარი მიტოვებული აქვს 1,8 მილიონამდე ადამიანს.
XS
SM
MD
LG