Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით


აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, შარშანდელი წელი

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის თქმით, შარშანდელი წელი
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში "შემობრუნების წელი" იყო. ეს განცხადება ალიევმა დღეს, თანამემამულეებისადმი თავის საახალწლო მიმართვაში გააკეთა. მისი თქმით, მოლაპარაკების პროცესში მიღწეულ იქნა პროგრესი, გაიზარდა პრობლემისადმი საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება, საქმიანობა გაააქტიურა ეუთოს "მინსკის ჯგუფმა", რომელიც კონფლიქტის მოგვარების საქმეში შუამავლის როლს ასრულებს. ეკონომიკის საკითხებზე საუბრისას ილჰამ ალიევმა ხაზი გაუსვა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მისი ამოქმედებისა და ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენის გაყვანის შემდეგ აზერბაიჯანი თავის ეკონომიკური პრობლემების უმრავლესობას მოაგვარებს.
XS
SM
MD
LG