Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩილეს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა


ჩილეს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ყოფილ დიქტატორ აუგუსტო პინოჩეტისთვის წაყენებული ბრალდებები.

ჩილეს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა ყოფილ დიქტატორ აუგუსტო პინოჩეტისთვის წაყენებული ბრალდებები.
ამ გადაწყვეტილებით, პინოჩეტი, რომელსაც გასული საუკუნის 70-იან წლებში ადამიანების მკვლელობასა და გატაცებაში თანამონაწილეობაში ადანაშაულებენ, შინა პატიმრობაში რჩება. გასულ თვეში უფრო დაბალი რანგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც პინოჩეტმა პასუხი უნდა აგოს 70-იან წლებში ჩადენილი დანაშაულებისათვის. პინოჩეტმა ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ ბრალდებები ძალაში დატოვა. პინოჩეტი დღემდე არ გაუსამართლებიათ მისი მმართველობის წლებში (1973-1990) 3 000-მდე პოლიტიკური ოპონენტის გაუჩინარებისა და სავარაუდო მკვლელობისათვის.
XS
SM
MD
LG