Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერი სერგეი


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერი სერგეი ბაბურინი აფხაზეთის მოსახლეობას ჰპირდება,

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერი სერგეი ბაბურინი აფხაზეთის მოსახლეობას ჰპირდება,
რომ 12 იანვრისთვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების წარმატებით ჩატარების შემთხვევაში, სახელმწიფო სათათბირო განიხილავს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ასოცირებული ურთიერთობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების საკითხს. ბაბურინის თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ არჩევნების ნორმალურად ჩატარების შემთხვევაში, აფხაზეთში პოლიტიკური კრიზისი დასრულდება და მოსკოვი აფხაზეთის ახალ ხელმძღვანელობასთან უფრო ეფექტიანად ითანამშროლებს. რაც შეეხება ვარაუდს, აფხაზეთში ხვალისათვის დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების შესაძლო ჩაშლის თაობაზე, ბაბურინმა აღნიშნა, რომ ამ "არჩევნების ჩაშლა დასავლური პრეს-სამსახურების ინტერესებში შედის”.
XS
SM
MD
LG