Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გავრცელდა ცნობა პალესტინელების პრეზიდენტის


დღეს გავრცელდა ცნობა პალესტინელების პრეზიდენტის კვირას გამართული არჩევნების საბოლოო ოფიციალური

დღეს გავრცელდა ცნობა პალესტინელების პრეზიდენტის კვირას გამართული არჩევნების საბოლოო ოფიციალური
შედეგების შესახებ. როგორც იუწყებიან, გამარჯვებულ მაჰმუდ აბასს ხმების 62,5 პროცენტი ერგო. მისი ინაუგურაციის ცერემონია შაბათს გაიმართება. დღეს კი ისრაელისა და პალესტინელების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა დაადასტურეს ცნობა, რომ მალე გაიმართება ორი მხარის ლიდერების შეხვედრა. ისრაელის სამხედრო წარმომადგენლებმა გაავრცელეს ასევე ინფორმაცია, რომ სამმა პალესტინელმა მეამბოხემ მოკლა ერთი ისრაელი სამოქალაქო პირი და დაჭრა ისრაელის სამი სამხედრო მოსამსახურე ღაზის სექტორში ბომბით მოწყობილი იერიშისას. თავდასხმისათვის პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტულმა ორგანიზაცია “ისლამურმა ჯიჰადმა”.
XS
SM
MD
LG