Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დუმის ფრაქცია "როდინას" ხუთმა


რუსეთის დუმის ფრაქცია "როდინას" ხუთმა დეპუტატმა პარასკევს შიმშილობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც სხდომის

რუსეთის დუმის ფრაქცია "როდინას" ხუთმა დეპუტატმა პარასკევს შიმშილობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც სხდომის
დღის წესრიგში არ შეიტანეს "პრივილეგიათა ფულადი ანაზღაურებით შეცვლის ნეგატიური სოციალური შედეგების შესახებ" ალტერნატიული განცხადების განხილვა. როგორც, პარტია "როდინას" ინტერნეტ-გვერდზე წერია, პარტიის ლიდერ დიმიტრი როგოზინთან ერთად შიმშილობის აქციას სახელმწიფო დუმის შენობაში ოლეგ დენისოვი, ივან ხარჩენკო, ანდრეი საველიევი და მიხაილ მარკელოვი შეუერთდნენ. "როდინას" წევრები ითხოვენ: რუსეთის მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური ბლოკის გადადგომას: ჯანდაცვის, ფინანსთა და ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრების გადადგომას; შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი გზების მოსაძიებლად საგანგებო კომისიის შექმნას; საკონსტიტუციო უმრავლესობის მიერ რეგლამენტის დაცვასა და საპარლამენტო ოპოზიციის მიმართ პატივისცემის გამოჩენას. როგორც როგოზინმა განაცხადა, შიმშილობის პროცესის ტრანლსაცია 24 საათის მანძილზე პარტიის ინტერნეტ-გვერდზე მოხდება. როგოზინმა თანახმად, მან და მისმა თანაფრაქციელებმა მიმართეს პროტესტის ყველაზე მკაცრ ზომას, რაც კი დუმის შენობაში შეიძლება განხორციელდეს, რისი მიზეზიც არის ის, რომ მას და მის კოლეგებს არ უსმენენ, ამცირებენ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG