Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს სტრასბურგში მუშაობას შეუდგა ევროპის


დღეს სტრასბურგში მუშაობას შეუდგა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგი სხდომა,

დღეს სტრასბურგში მუშაობას შეუდგა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგი სხდომა,
რომელზეც განიხილეს საკითხი, თუ რამდენად ასრულებს საქართველო ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს. სხდომის მონაწილეებმა კენჭი უყარეს ევროსაბჭოს მონიტორიგნგის კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებულ დასკვნას. კენჭისყრაში მონაწილე 69 პარლამენტარიდან დოკუმენტის მიღებას მხარი დაუჭირა 67-მა; ორი წინააღმდეგი იყო. საქართველოს დელეგაციის წევრები კმაყოფილებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ სხდომის მონაწილეებმა გაითვალისწინეს დასკვნის პროექტის მიმართ ქართველი პარლამენტარების მიერ გამოთქმული ყველა შენიშვნა და ტექსტში შესაბამისი შესწორებები შეიტანეს. ამის გამო კმაყოფილება არც საქართველოს პრეზიდენტს დაუმალავს, რომელმაც საღამოს, სახელმწიფო კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: [სააკაშვილის ხმა] "დღეს ყველა ჩვენი შესწორება, რომელიც იყო საქართველოს დელეგაციის, ჩვეულებრივად გაიზიარეს, მათ შორის უმნიშვნელოვანესი - აჭარასთან მიმართებაში. იმიტომ, რომ მე პრინციპში ყველაფერს ვეთანხმებოდი ამ რეკომენდაციებში, გარდა იმისა, რომ ყველანი ჩვენ რომ ავორთქლდეთ დღეს, აი, დღეს რომ ავორთქლდეთ, ის, რასაც ვუტოვებთ ჩვენ ჩვენს შვილებს, ეს არის აჭარის გადაწყვეტილი პრობლემა - ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს და შვილთაშვილებს. და ნამდლვილად არ არის ეს არავის სარეკომენდაციო, როგორი უნდა იყოს აჭარის დამოკიდებულება დანარჩენ საქართველოსთან. და ეს არის ის საკითხი, სადაც მე ამ რეკომენდაციებს არ ვეთანხმებოდი და კიდევ კარგი, რომ დღეს შეიცვალა ისე, რომ ეს უნდა გადახედილ იქნას მხოლოდ ზოგადად თვითმმართველობის საკითხის განვითარებასთან ერთად." ოთხშაბათს მიხეილ სააკაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მოხსენებით გამოვა.
XS
SM
MD
LG