Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო მთავრობაში


უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო მთავრობაში გამეფებული კორუფციის აღმოფხვრის პირობას დებს.

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო მთავრობაში გამეფებული კორუფციის აღმოფხვრის პირობას დებს.
იუშჩენკომ დღეს დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ მთავრობის რეორგანიზაციას და კორუმპირებული ბიუროკრატების გათავისუფლებას აპირებს. მისი თქმით, ადგილობრივი და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლის გამო ქვეყნის ეკონომიკის ნახევარზე მეტი წილი ჩრდილოვან სფეროშია მოქცეული. მან აგრეთვე "სირცხვილი" უწოდა იმას, რომ უკრაინა ყოველწლიურად უცხოური ინვესტიციის სახით მხოლოდ 600 მილიონ დოლარს იღებს.
XS
SM
MD
LG