Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი


ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მზად არის უკრაინის ეკონომიკაში მილიარდი ევრო ჩადოს.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მზად არის უკრაინის ეკონომიკაში მილიარდი ევრო ჩადოს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტ ვიკტორ იუშჩენკოს ევრობანკის პრეზიდენტმა ჟან ლემიერმა განუცხადა. იუშჩენკოცა და ლემიერიც დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფებიან. როგორც სააგენტო "ლენტა-რუ" იტყობინება, ფორუმზე გამოსვლისას იუშჩენკომ დასავლეთის ქვეყნებს უკრაინისთვის დახმარების გაწევისკენ მოუწოდა. თავისი ქვეყანა იუშჩენკომ "ბრძენ, ძლიერ, მაგრამ მძინარე სპილოს შეადარა" და განაცხადა, რომ უკრაინამ გაიღვიძა. "დაეხმარეთ უკრაინას და სულ მალე დაინახავთ როგორ გადაიქცევა ის მშვენიერ ევროპულ ქვეყნად", - თქვა ვიკტორ იუშჩენკომ. დავოსში იუშჩენკო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელ სუპაჩაი პანიჩპაკდისაც შეხვდა და განუცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლომდე უკრაინა ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებას აპირებს. კომპანია "მაიკროსოფტის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ბილ გეიტსი კი იუშჩენკოს უკრაინაში ახალგაზრდობის განათლების პროგრამების მხარდაჭერას დაპირდა.
XS
SM
MD
LG