Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია დიდუბის


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.
დილის 10 საათიდან სამების საკათედრო ტაძარში იმართებოდა პრემიერ-მინისტრის სამოქალაქო პანაშვიდი. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ზურაბ ჟვანიას სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. "არც ერთი ადამიანი ამ ქვეყნიდან ასე უაზროდ არ უნდა მიდიოდეს. თუმცა, ზურაბ ჟვანიას ცხოვრებას დიდი აზრი გააჩნდა. ამას ადასტურებს სამძიმრის წერილები მთელი მსოფლიოდან. ვკითხულობთ მათ და ვრწმუნდებით, რომ ზურაბ ჟვანია დაფასებული ადამიანი იყო", - განაცხადა პანაშვიდზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა. დაკრძალვამდე, პრემიერ-მინისტრის ცხედარი პარლამენტის შენობის წინ გადაასვენეს. დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალვის ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებათა წარმომადგენლები, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და სხვადასხვა ქვეყნებიდან საგანგებოდ ჩამოსული სამთავრობო დელეგაციების წევრები დაესწრნენ. წერეთლის გამზირზე, დიდუბის პანთეონთან, უამრავი მოქალაქეც მივიდა. სააგენტო "ინტერპრესის" ცნობით, ზურაბ ჟვანიას დაკრძალვის ხარჯები სახელმწიფომ გაიღო. 18.00 საათზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის სახელით, უცხოეთიდან ჩამოსული ოფიციალური დელეგაციებისთვის რესტორან "ამბასადორში" სადილი გაიმარა.
XS
SM
MD
LG