Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა


ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰამიდ რეზა ასეფიმ უარყო ევროკავშირის მოთხოვნა

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰამიდ რეზა ასეფიმ უარყო ევროკავშირის მოთხოვნა
ე.წ. "მსუბუქ" წყალზე მომუშავე რეაქტორის აშენების სანაცვლოდ "მძიმე" წყალზე მომუშავე რეაქტორი მშენებლობის შეჩერების შესახებ. ირანი აქამდეც მიანიშნებდა, რომ არ აპირებდა თავის "მძიმე" წყალზე მომუშავე ბრითვული რეაქტორის შენარჩუნებას, თუმცა, 13 თებერვლის განცხადება ყველაზე პირდაპირი გახლდათ ამ ხნის მანძილზე. ასეფიმ აგრეთვე განაცხადა, რომ ირანი აპირებს 15 წელიწადში ბირთვული საწვავის მთავარი მიმწოდებელი გახდეს მსოფლიოში. თეირანი აცხადებს, რომ მას მხოლოდ მშვიდობიანი გეგმები ამოძრავებს. ასეფი ამბობს, რომ ვაშინგტონი არ უნდა ფიქრობდე სამხედრო ქმედების დაწყებაზე ირანის ბირთვული რეაქტორების გასანადგურებლად: [ასეფის ხმა] "კონდოლიზა რაისმა და შეერთებული შტატების ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა კარგად უწყიან ირანის შესაძლებლობები. ჩვენ განვუცხადეთ ევროპელებს გადასცენ ამერიკელებს – ცეცხლს ნუ ეთამაშებიან". "ვაშინგტონ პოსტი" წერს, რომ შეერთებულმა შტატებმა ბრითვული რეაქტორების აღმოსაჩენად ირანის თავზე საჯაშუშო თვითმფრინავები გაუშვა.
XS
SM
MD
LG