Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტმა ასკარ აყაევმა დღეს


ყირგიზეთის პრეზიდენტმა ასკარ აყაევმა დღეს კიდევ ერთხელ გააფრთხილა თანამემამულეები,

ყირგიზეთის პრეზიდენტმა ასკარ აყაევმა დღეს კიდევ ერთხელ გააფრთხილა თანამემამულეები,
რომ არ დაუშვებს ქვეყანაში უკრაინის ან საქართველოს მსგავსი რევოლუციების მოწყობას. ამ შინაარსის განცხადება აყაევმა ბიშკეკში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე გამოსვლისას გააკეთა. 27 თებერვალს ყირგიზეთში საპარლამენტო არჩევნები უნდა მოეწყოს. წინასაარჩევნო პერიოდში აყაევი ოპოზიციას ხშირად ადანაშაულებს ამბოხის მოწყობის მცდელობაში. დღეს ბიშკეკში გაიმართა ოპოზიციის მხარდამჭერთა მიტინგი, რომელშიც სამასამდე ადამიანი მონაწილეობდა.
XS
SM
MD
LG