Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა და ირანმა გააფორმეს შეთანხმება


რუსეთმა და ირანმა გააფორმეს შეთანხმება ირანიდან რუსეთში ბირთვული საწვავის

რუსეთმა და ირანმა გააფორმეს შეთანხმება ირანიდან რუსეთში ბირთვული საწვავის
ნარჩენების აუცილებელი დაბრუნების შესახებ. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ირანის ვიცე-პრეზიდენტმა ღოლამრეზა აღაზადემ და რუსეთის ატომური ენერგეტიკის ფედერალური უწყების ხელმძღვანელმა ალექსანდრ რუმიანცევმა. შეთანხმება საშუალებას აძლევს რუსეთს, დაიწყოს თავისი ბირთვული საწვავის ექსპორტი ბუშერის ატომური ელექტროსადგურისთვის, რომლის მშენებლობა 2006 წლის ბოლოს უნდა დამთავრდეს. ვაშინგტონი მოსკოვსა და თეირანს შორის ამ შეთანხმების გაფორმების წინააღმდეგი იყო. აშშ შიშობს, რომ ირანი ბირთვულ საწვავს ატომური ბომბის შესაქმნელად გამოიყენებს.
XS
SM
MD
LG