Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო ევროკავშირს მოუწოდებს, შეისწავლოს რუსეთ-საქართველოს


საქართველო ევროკავშირს მოუწოდებს, შეისწავლოს რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონიტორინგისათვის მისიის გაგზავნის საკითხი.

საქართველო ევროკავშირს მოუწოდებს, შეისწავლოს რუსეთ-საქართველოს საზღვრის მონიტორინგისათვის მისიის გაგზავნის საკითხი.
ეს საკითხი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა წამოჭრა ბრიუსელში, ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლებთან შეხვედრისას. რუსეთ- საქართველოს საზღვარზე გასული წლის მიწურულს შეწყვიტა მონიტორინგი ეუთოს მისიამ - რუსული მხარის მოთხოვნით. როგორც ზურაბიშვილმა დღეს ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან საუბარში აღნიშნა, ევროკავშირის მიერ საზღვარზე გარკვეული როლის შესრულება "იდეალური" იქნება, ვინაიდან ევროკავშირი “კონფრონტაციის გამომწვევად” არ ჩაითვლება და რუსეთი ვეტოს, სავარაუდოდ, არ დაადებს მის მისიას.
XS
SM
MD
LG